მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვყავს კრიმინალური მენტალობის პრემიერ-მინისტრი
ჩვენ გვყავს კრიმინალური მენტალობის პრემიერ-მინისტრი,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც კომპანია „ფეისბუქის“ მიერ, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიშის წაშლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა არაკანონიერ მიმართულებებს მფარველობენ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდნენ.
„ჩვენ გვყავს კრიმინალური მენტალობის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც არა მხოლოდ ამ საკითხზე უნდა გასცეს პასუხი, არამედ უნდა გასცეს სერიოზული პასუხი 20 ივნისის საქმეზე, პასუხი უნდა გასცეს პროკურატურას, რომელიც კიდევ არ იძიებს იმ წერილის შესახებ, რომელიც მან ჩვენ გამოგვიგზავნა, შესაბამისად, ასეთი კრიმინალური მენტალობის ადამიანი, რომელიც მფარველობენ სხვადასხვა არაკანონიერ მიმართულებებს, ამ შემთხვევაში ბოტებს და ტროლებს და ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო ხელისუფლების მფარველობის ქვეშ, ასეთი ადამიანები უნდა ჩამოშორდნენ ქართულ ხელისუფლებასა და პოლიტიკას“,- განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა.
„წავშალეთ 39 ქართული „ფეისბუქ“ ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 „ინსტაგრამ“ ანგარიში, რომლებიც ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში",- ნათქვამია კომპანია „ფეიბუქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე