პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა
საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა, - შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე თავად გააკეთა.
„გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ შევუწყო ხელი საზოგადოებაში რაიმე ახალ დაპირისპირებას... ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა