"ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები ეუბნებიან ხელისუფლებას, რომ ნუ აჩერებ პროექტს"
ხვალაც შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტის გაცოცხლება იმიტომ, რომ ყველაფერი ადგილზეა, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც პარტიის პირველი რეგიონალური ოფისი გახსნა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მთავრობის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვნაი პორტის პროექტის ხელის შეშლის მიზეზი რუსეთის ინტერესებია და არსებული ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროექტის განვითარება დაიწყება.
„იცით, რომ ანაკლიის პორტის და ქალაქის მშენებლობა ხელისუფლებამ გააჩერა, იმ მიზეზის გამო, რომ ეს ხელს უშლის ჩრდილოელ მეზობელს. ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალია ეს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავუშვათ და როგორც კი ეს მოხდება, მეორე დღესვე დაიწყება ამ პროექტის განვითარება. ხვალაც შეიძლება პროექტის გაცოცხლება, რადგან ყველაფერი მზადაა.
ისეთი დონის ხელისშეშლა მიდის, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები ეუბნებიან ხელისუფლებას, რომ ნუ აჩერებ ამ ისტორიულ პროექტს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან