" ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ" - რევაზ არველაძე
საქართველოს პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. შეკითხვა, ბავშვთა სიღარიბის შესახებ უმრავლესობის წევრს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დაუსვა.
კითხვა კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლას და იმ მიზეზს ეხებოდა, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ოფიციალურად დასახელდა.
ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა გააკეთა მთავრობამ კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ, ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით, არველაძემ უპასუხა: „ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. მე ვერ ვიჯერებ ამას. თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული“, – უპასუხა ჟურნალისტს რევაზ არველაძემ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც საქართველოში ბავშვთა სიღარიბეზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაა, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა 2017 წელს ჩაატარა, შედეგები კი 2018 წელს გახდა ცნობილი.
კვლევის მიხედვით, ბავშვები კვლავ უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე ზოგადად, მოსახლეობა ან პენსიონერები. სიღარიბის მაჩვენებლები ამ ბავშვებისთვის გაიზარდა თითოეული ზღვრისთვის. 2017 წლის კვლევის მიხედვით, უკიდურეს სიღარიბეში 50 000 ბავშვი ცხოვრობს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან