ნატო ჩხეიძე 26 მაისის „საქართველოს პრეზიდენტის დღედ“ გამოცხადებას ითხოვს
დეპუტატი ნატო ჩხეიძე 26 მაისის „პრეზიდენტის დღედ“ გამოცხადებას ითხოვს.
აღნიშნულის თაობაზე „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი ნატო ჩხეიძემ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა და მისი ინიცირება 10 თებერვლის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
კანონპროექტის ინიციატორი ითხოვს, რომ 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ, ხოლო 26 მაისი „საქართველოს პრეზიდენტის დღედ“ დაწესდეს.
„26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ისტორიის გადაკეთების მცდელობაა, რადგან 26 მაისი არ შეიძლება იყოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ იმიტომ, რომ 26 მაისს არ დაფუძნებულა საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო.
დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესში ნოე ჟორდანიას როლისა და შემდგომში მისი სტატუსის, ასევე დამოუკიდებელ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმჯობესია 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ნაცვლად აღინიშნებოდეს საქართველოს პრეზიდენტის დღე”, - აღნიშნავს კანონპროექტის ინიციატორი.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა