"ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაკავება, მაგრამ ამ საკითხის მიმართ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება მას ვერ გადაწყვეტს"
მე ბავშვები ვიცი, 3-4 კგ ჯართის მოპარვისთვის 5-6 წელი ახეხინეს ციხე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოსლკიმ გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენზე საუბრისას განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ის წუხს მომხდარზე, თუმცა მისი პერსონალური დამოკიდებულება საკითხს ვერ გადაწყვეტს.
„პროკურატურას პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გიგი უგულავამ 50 მლნ მოიპარა და ფიქრობენ, რომ არ დატოვონ ეს საკითხი ისე. აქედან გამომდინარე, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მე ბავშვები ვიცი, 3-4 კგ ჯართის მოპარვისთვსი 5-6 წელი ახეხინეს ციხე. ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაკავება, მაგრამ ამ საკითხის მიმართ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება მას ვერ გადაწყვეტს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან