ვახტანგ გომელაური „დამხობის“ შესახებ ვანო მერაბიშვილის განცხადებას „არასერიოზულს“ უწოდებს
ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ ის „ქართულ ოცნებას“ ერთ წელიწადში დაასრულებს, გომელაურის თქმით, „ეს არასერიოზულია“.
„ვანო მერაბიშვილმა მოიხადა თავისი სასჯელი, რაც მიუსაჯა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულმა სასამართლომ. მე არ დავიწყებ საუბარს, ვანო მერაბიშვილმა რა თქვა, როგორ თქვა, რა არ თქვა. ამაზე ბევრი განმარტებები გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან. თვითონაც ბევრი განცხადება გააკეთა“, - განაცხადა გომელაურმა.
ჟურნალისტების კითხვაზე: რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული „მუხროვანის ამბოხის“ საქმეზე სხვა პირები, გარდა მერაბიშვილისა, მაგალითად კი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც ამჟამად სუს-ში თანამდებობაზეა, გომელაურმა აღნიშნა:
„ხოჯევანიშვილმა რა გააკეთა?.. რაც ხდებოდა გვახსოვს, მაგრამ ვინ რა ბრძანება გასცა, ეს სხვა თემაა. მე რომ ბრძანებას გავცემ უკანონოს, მე უნდა დავისაჯო და არა თქვენ ყველა, ვინც აქ დგახართ. შეასრულა რამე ხოჯევანიშვილმა?“, - განაცხადა გომელაურმა.
კითხვაზე: იცის თუ არა, რომ ხოჯევანიშვილმა ბრძანება არ შეასრულა, გომელაურმა განაცხადა: „დაზუსტებით ვიცი, რომ არ შეასრულა. რომ არ ვიცოდეთ, უშიშროებაში არ იმუშავებდა ხოჯევანიშვილი“.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა