"ხელისუფლებას ეშინია, რომ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არალეგიტიმურად ცნობს“
"ერთადერთი, რასაც ვუშვებ და შეიძლება ხელისუფლება წავიდეს, ეს არის თანაფარდობის შეცვლა, ანუ 100/50 შეიცვალოს 110/40-ით, ასევე ბარიერის დაწევა, ოპოზიცია რომ გახლიჩოს. სხვა რა კომპროსმიზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება, არ ვიცი" - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ხელისუფლებას ეშინია, რომ არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არალეგიტიმურად ცნობს“ - ავთანდილ დემეტრაშვილი
"ხელისუფლებას ეშინია და უცხოელი პარტნიორებიც ფრთხილობენ, რომ არჩევნების შედეგები ოპოზიციამ შეიძლება არალეგიტიმურად ცნოს და ამან ქვეყანაში არასტაბილურობა გამოიწვიოს. ამიტომ ცდილობენ, გაგრძელდეს მოპარაკებები. დღეის მოცემულობით ხელისუფლება ისევ ჯიუტობს, ოპოზიცია კი თავის პოზიციაზე რჩება; თუმცა ორივე აცხადებს, რომ არჩევნებს არსებული სისტემითაც მოიგებს; ამიტომ რთულია თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთადერთი, რასაც ვუშვებ და შეიძლება ხელისუფლება წავიდეს, ეს არის თანაფარდობის შეცვლა, ანუ 100/50 შეიცვალოს 110/40-ით. როგორც ჩანს ამაზე მზაობა არის ხელისუფლებაში, მაგრამ საჯაროდ არ აცხადებენ. ასევე ბარიერის დაწევა, რათა ოპოზიცია გახლიჩოს. სხვა რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება არ ვიცი”, - აღნიშნავს გამოცემა.
"მე მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება და დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ადგილს მაინც "ოცნება" აიღებს, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა, მათ შორის ოპოზიციის დაკვეთით ჩატარებული კვლევები. შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი არჩევნების შემდეგ დამოუკიდებლად მთავრობის შექმნას, ეს სხვა საკითხია. რაც შეხება ოპოზიცის პირველ ნაბიჯებს, მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სიას, ადრეც ვამბობდი, რომ ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებდა, ანუ ყველა თავის თამაშს ითამაშებს, რაც ლოგიკურია. "ლელომ" უკვე განაცხადა, რომ თავისი დამოუკიდებელი კანდიდატი ეყოლება. თუ გაერთიანული ოპოზიცია შეთანხმდება და შექმნის საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარულ ოლქებში დაასახელებს ერთიან კანდიდატებს, კარგია, მაგრამ საკმაოდ რთული საკითხია, როგორც მაჟორიტარული ოლქები, ასევე პროპორციული სისტემით კვოტების დადგენა" - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი