"მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას და ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას დაუყოვნებლივ უზრუნველყონ აღსაზრდელებისათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის სისტემატიური გადაცემა მშობლებისათვის”
თვეზე მეტია, რაც ქუთაისის 37 ბაგა-ბაღში, სადაც 10000- მდე ბავშვი ირიცხება, შეწყვეტილია სასწავლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, - ამის შესახებ - "ლელო საქართველოსთვის" იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი,- მამუკა მამალაძე აცხადებს.
მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მხოლოდ ერთხელ გადასცა აღსაზრდელთა მშობლებს ბავშვებისათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები, ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით, ვინაიდან გადაცემულ პროდუქტებში ბურღულეული საერთოდ არ შედიოდა.
"მოვუწოდებთ ქუთაისის მერიას და ქუთაისის ააიპ-ს შორის ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე ბაგა-ბაღების გაერთიანებას დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისათვის ბიუჯეტით განსაზღვრული,ყოვლდღიური საკვებისათვის გამოყოფილი თანხის ან/და მისი შესაბამისი რაოდენობისა და ასორტიმენტის საკვები პროდუქტის სისტემატიური გადაცემა აღსაზრდელთა მშობლებისათვის, მით უმეტეს ამ ვითარებაში, როცა მათი აბსოლიტური უმრავლესობა უმუშევრადაა დარჩენილი,ელემენტარული საარსებო სახსრების გარეშე. საიტერესოა ისიც, ამ ხნის მანძილზე ვის ან რას ხმარდება ბავშვების მოვლისა და კვებისათვის გამოყოფილი თანხა?!"- აცხადებს მამუკა მამალაძე.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს