მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა
ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდება.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა მიმდინარე კვირის ჩათვლით, ანუ ორშაბათამდე, 27 აპრილამდე. ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პირობებში ხედავენ ავტომობილების გადააგილებას ქუჩაში და გამოახატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას“,- განაცხადა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, მანამდე ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან