"შეზღუდვები გვჭირდება" - გახარია
ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
თუმცა, მისივე განმარტებით, გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება საჭიროა, რადგან ყველა შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში, მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას საფრთხე შეექმნება. მისივე თქმით, შეცდომა იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ.
პრემიერის თქმით, მთავრობამ მიმართა პარლამენტს, რათა ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე ორიენტირებული. გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანამ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები.
"ყველას კარგად ესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღეს ჩვენგან მოითხოვს გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნებას. არ დაგავიწყდეთ, რომ ევროპის ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობა ივლისამდე და სექტემბრამდეც კი არის გაგრძელებული. ჩვენ, სხვებთან შედარებით, COVID-19-ის რისკებს ვმართავთ ეფექტურად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკის ამოქმედებისთვის გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რისთვისაც ჩვენ უკვე მზად ვართ და ეს განვაცხადეთ.
მაგრამ არავინ იფიქროთ, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. ან მსოფლიომ კოვიდი დაამარცხა - არა! არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისიდან უკვე გამოვედით, ან რაღაც კონკრეტული ჰორიზონტები გვაქვს, რომ ეს კრიზისი უკვე გადალახულია. არავის ასე არ ეგონოს. ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ.
ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი წარმატების ფასი იქნება ნული, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი გაუაზრებელი, სწრაფი ქმედებებით ყველა შეზღუდვას ერთბაშად მოვხსნით, ქვეყანას, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს და ქვეყნის შემოდგომი აღორძინების საქმეს შევიყვანთ რისკის ქვეშ. ამიტომ, ჩვენ ეს შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტური და კონკრეტულ მიზნებზე გათვლილი. არ დაგავიწყდეთ, რომ ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი და ქვეყანამ უნდა მიიღოს ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება არჩევნების კონტექსტში.
ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობა დღეს ცდილობს და ეფექტურად პოულობს იმ ბალანსს, რომელიც არის ეპიდემიის რისკების მართვა, ეკონომიკური აღორძინება და ცოცხალი პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კითხვაზე, შეეხება თუ არა შეზღუდვები, მაგალითად, საპროტესტო აქციებსა და მანიფესტაციებს, გახარია პასუხობს, რომ აღნიშნულ შეზღუდვებში გამოხატვის თავისუფლება არ შევა.
სიახლეები
- " ტრამპი „დიფ სთეითს“ თუ დაამარცხებს, მსოფლიოში მშვიდობა იქნება, ამ ბრძოლაში თუ წააგებს, ქართველები ვართ, ურდოებისთვის გაგვიძლია, ჩვენს ენას, სარწმუნოებას ყოველთვის დავიცავთ" - ირაკლი ზარქუა
- პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ ხალხს და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერებს
- "გიორგი გახარია ახლა ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს მოწინავე პოზიცია ამ დესტრუქციული პოლიტიკური სუბიექტების ხროვაში" - გიორგი ვოლსკი
- "მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას ომში გაეგზავნა მეომრები, დაეწესებინა სანქციები და ჩაეკეტა ცა, ჩვენი მოქალაქეების ხელით გვითრევდნენ ომში" - შალვა პაპუაშვილი
- " მაქვს პატივი, რომ პირველად მოვხვდი იმ ადამიანების სიაში, რომლებიც სანქცირდებიან თავის სამშობლოსთვის თავდადებისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლისთვის, ჯო ვილსონი შალვა ნათელაშვილის კატეგორიის პოლიტიკოსია" - ნინო წილოსანი „მეგობარ აქტზე“