"გახარიას გეგმების მოსმენა მოქალაქეებისთვის საინტერესოა" - სამადაშვილი
ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დღემდე არ მიუღიათ არც ერთი თეთრი სახელმწიფოსგან, ძალიან საინტერესო იქნება, მოისმინონ ბატონი გახარიას დეტალური გეგმები და დეტალური ანგარიში, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩა მაშინ, როცა პრემიერი ყოველ კვირას საზოგადოებას ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმებს ტელევიზიიდან აცნობს.
" სად წავიდა და როგორ გაიხარჯა ის სახსრები, რომელსაც პირდებოდა საკუთარ მოქალაქეებს? ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საინტერესო იქნებოდა ის ბიუჯეტი, რომელსაც გვპირდებოდა ბატონი გახარია და დღემდე არავის თვალით არ აქვს ნანახი. ასევე, ძალიან საინტერესო იქნება გავიგოთ, როგორ აპირებს ბატონი გახარია საერთაშორისო დახმარების უზრუნველყოფას, მაშინ, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამ დახმარებებს გზა გაეხსნას,"- განაცხადა სამადაშვილმა.
სიახლეები
- “საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ” - სალომე ზურაბიშვილი
- “ყველამ, მათ შორის, ევროკავშირმა, უნდა მიბაძოს აშშ-ს და უარი თქვას რადიკალიზმის წაყრუებაზე, წაქეზებაზე და დაფინანსებაზე” - შალვა პაპუაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 სექტემბრისთვის
- ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- საფრანგეთი ბიუჯეტის შემცირების გამო მასობრივ საპროტესტო აქციებსა და გაფიცვებს მართავს