"მინდა დაგარწმუნოთ, სომეხ ხალხს დიდად ახარებს საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები"
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ - მინისტრს, გიორგი გახარიასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„მთელი გულით გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და ქართველმა ხალხმა გამოხატა ურყევი გადაწყვეტილება, აღედგინათ სახელმწიფოებრიობა და აეშენებინათ დემოკრატიული საზოგადოება.
საუკუნეების განმავლობაში, სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფოების ურთიერთობა ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე იყო დამყარებული. მინდა დაგარწმუნოთ, სომეხ ხალხს დიდად ახარებს საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და სომხეთის რესპუბლიკა საქართველოს სანდო მეგობარია.
ძვირფასო პრემიერო, ვაფასებ ჩვენს მთავრობებს შორის არსებულ თანამშრომლობას ამ რთულ პერიოდში, რაც კორონავირუსის პანდემიას ეხება, განსაკუთრებით აღვნიშნავ ტვირთის უწყვეტ ტრანსპორტირებას ქვეყნებს შორის და სომხეთის და საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში ამ პერიოდში. მჯერა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ გადავლახოთ კაცობრიობის ეს განსაცდელი.
მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გისურვოთ საუკეთესო სურვილები, წარმატება, ჯანმრთელობა და გამძლეობა ამ რთულ პერიოდში“,- წერია სომხეთის პრემიერის განცხადებაში.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი