დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება
დღეს, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, პროექტის განხილვა სატელევიზიო ფორმატში შედგება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 19:00 საათზე დაიწყება.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, შექმნილია საკონსტიტუციო კომისია.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან კომისიის წევრებს, რომლებიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებენ.
„4 ივნისს გაიმართება პირდაპირი ტრანსლაცია, საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს,რომ მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში ინტერნეტის საშუალებით დაუსვან კითხვები კომისიის წევრებს და მათ ექნებათ საშუალება, რომ პირდაპირ ეთერში გასცენ ამომწურავი პასუხები ჩვენს მოქალაქეებს“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
მისივე ინფორმაციით, საერთო სახალხო განხილვები, ერთ თვეს გაგრძელდება.
ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჩაერთოს განხილვაში საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს პარლამენტის ონლაინპლატფორმების მეშვეობით.
სიახლეები
- “არქიმანდრიტ ილიას ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს” – ილია მეორე
- “მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია” - პაატა იმნაძე
- ,,თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო პატრულს?! მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური” – თაკო ჩარკვიანი
- “ჭრილობა არის მძიმე ხარისხის, მას შეეძლო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის დაყენება” - ლევან რატიანი დაჭრილ სპეცრაზმელზე
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა