მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს
მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს.
როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი ძირითადი ფაქტორით - ვირუსის გადამდებობის ხარისხით და ჯანდაცვის სისტემის მზაობით, სოციუმის სოციალურ-კულტურული თავისებურებებით და სოციუმის მხრიდან რეკომენდაციების მიმღებლობის ხარისხით.
„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო 3 ძირითადი ფაქტორით:
1. ვირუსის გადამდებობის ხარისხი და ჯანდაცვის სისტემის მზაობა - ვირუსის მაღალი გადამდებობისა და სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ამოცანა იყო, არ დაგვეშვა ადამიანების მასობრივი დაინფიცირება, რაც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას და შემდგომ კოლაფსს გამოიწვევდა.
2. სოციუმის სოციალურ-კულტურული თავისებურებები - ქვეყანაში სოციუმის სპეციფიკის გათვალისწინებით (რაც თაობების ერთად ცხოვრების ტრადიციას ეფუძნება), ფაქტობრივად, წარმოუდგენელი იყო რისკჯგუფების (ასაკოვანი, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები) ცალკე გამოყოფა და იზოლირება.
3. სოციუმის მხრიდან რეკომენდაციების მიმღებლობის ხარისხი - პანდემიასთან ბრძოლის საწყის ეტაპზე დაწესებული რეკომენდაციების აღსრულების ანალიზმა გამოავლინა ამ მეთოდის ფაქტობრივი სისუსტე. შესაბამისად, სასურველი შედეგის მისაღწევად, აუცილებელი გახდა სავალდებულოდ შესასრულებელი შეზღუდვების დაწესება.
აღსანიშნავია, რომ ყველა დაწესებული შეზღუდვა მიზნად ისახავდა მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანცირების წესების დაცვას, რაც უზრუნველყოფდა ვირუსის სწრაფად გავრცელების პრეცენციას, მის შენელებასა და კონტროლს", - აღნიშნულია COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს