"ყველანი გავერთობით. კინო ახლა იწყება" - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციური ძალების მიერ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმების საკითხს გამოეხმაურა.
„მოლოდინი არის ის, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, ყველანი გავერთობით. კინო ახლა იწყება,“ - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება.
„პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მგონია, რომ ჩვენ ყველა მოვახერხებთ საარჩევნოს სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხმება,“ - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი