იქნება თუ არა "ოცნების" საარჩევნო სიაში გიორგი გახარია?
მოქმედი კანონმდებლობა უშვებს იმას, რომ მოქმედი პრემიერი საპარლამენტო სიაში იყოს,- ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მან პასუხი გასცა მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, თუ რამდენად დასაშვებია, რომ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე იყვნენ.
"ამაზე ტაქტიკური გადაწყვეტილება მიიღება გუნდის მიერ, მათ შორის, თავად პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის საფუძველზე.
ყველაფერ დანარჩენზე, რაც სიას უკავშირდება, საუბარი ჯერ ნაადრევია. კონსულტაციები იქნება და თითოეულ კანდიდატზე გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ყველასთან იქნება საუბარი. რა თქმა უნდა, მამუკა ბახტაძესთანაც შეიძლება, გვქონდეს საუბარი, თუ მას ასეთი ინტერესი აქვს. ჯერ ყველაფერზე საუბარი ნაადრევია. კონკრეტული კონსულტაციები აქამდე არავისთან არ ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი