დასავლური დემოკრატია ჯერ კიდევ წინ მიდის: შეხედეთ საქართველოს
ბელგიის პოპულარულმა გამოცემამ „ეურაქტივ“-მა («Euractiv») 22 ივნისს გამოაქვეყნა ენდრიუ როზინდელის სტატია სათაურით „დასავლური დემოკრატია ჯერ კიდევ წინ მიდის: შეხედეთ საქართველოს“.
პუბლიკაციის ავტორი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატია კონსერვატიული პარტიიდან და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრიც არის.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ჰონკონგის რთული დემოკრატიზაციის ფონზე, რომელიც გლობალური მასმედიის ყურადღების ცენტრშია, არსებობენ სახელმწიფოები, მაგალითად საქართველო, რომლის დემოკრატიული წინსვლას თვალს მხოლოდ თბილისში არსებული საელჩოებიდან ადევნებენ.
რამდენადაც დიდი ბრიტანეთი ბრექსითის შემდეგ თავის როლს ახლებურად განიხილავს, მიმდინარეობს საუბრები იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკეთესად გამოვიყენოთ უკვე არსებული სავაჭრო ურთიერთობები, უცხოური ქვეყნებისათვის მისაცემი გრანტები, მათთან სამხედრო კავშირები ბრიტანეთის წარმატების მიზნით. ასევე დიდი ბრიტანეთიც უნდა დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიას აშენებენ. ასეთი სახელმწიფოები ლონდონის დიპლომატიისათვის პრიორიტეტულნი უნდა გახდნენ.
საქართველო ამ მიზნით მთავარ კანდიდატად უნდა ჩაითვალოს: ეს არის ის პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ბრიტანეთთან ხელი მოაწერა სავაჭრო შეთანხმებას ბრექსიტის შემდეგ. როგორც ქართველმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, „დიდი ბრიტანეთის როლი საქართველოსთან პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, ბრექსიტის შემდეგაც, ყოველთვის სამაგალითო იქნება“.
ავტორი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ეკონომიკის მოდერნიზების მიზნით. ამის შედეგად მსოფლიო ბანკმა საქართველოს მე-7 ადგილი მიაკუთვნა „ბიზნესის კეთების გამარტივების“ რეიტინგში. მიმდინარე წელს საქართველო შეუერთდა ნატოს პლატფორმას კიბერუსაფრთხოების შესახებ, რაც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია: ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ასეთი სტატუსით მხოლოდ ფინეთი სარგებლობს. ამას წინათ ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი მიესალმნენ აგრეთვე საქართველოში განხორციელებულ საარჩევნო სისტემის რეფორმას, როგორც თბილისის მიერ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს დემოკრატიის გაღრმავებასა და დასავლეთთან (ნატოსთან) ინტეგრაციის განმტკიცებაში. ამასთან, როგორც ბრიტანელი დეპუტატი ენდრიუ როზინდელი შენიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ მიღწეული წარმატების შემდგომი განმტკიცებისათვის კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას - ორი ოპოზიციონერის პატიმრობიდან გათავისუფლების კვალობაზე ციხიდან მესამეც უნდა გამოუშვას.
პუბლიკაციის დასასრულს ავტორი აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა ყოველი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს დემოკრატიული ქვეყნების მხარდასაჭერად - ლონდონმა ხმამაღლა უნდა განაცხადოს საქართველოს მიმართ კეთილგანწყობაზე, ამ ქვეყანაში გატარებული რეფორმების მიმართ, რათა „დემოკრატიის ალმა კიდევ უფრო ძლიერად ანათოს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://www.euractiv.com/section/politics/opinion/western-democracy-is-still-advancing-just-look-at-georgia/
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს