"ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ვინც შეთანხმებას ხელს აწერდა და მონაწილე იყო, მათ ხმა უნდა მისცენ ცვლილებებს" - ეკა ბესელია
ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ვინც შეთანხმებას ხელს აწერდა და მონაწილე იყო, მათ ხმა უნდა მისცენ ცვლილებებს, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.
„იმ მეგობრებს, ქვეყნის გულმხურვალე მხარდამჭერებსა და მათ შორის, ევროკავშირის ელჩს, რომელთაც ამ საკითხზე დიდი დამსახურება აქვთ, ისევე, როგორც სხვა დიპლომატებს, სჭირდებათ დაინახონ, რომ შეთანხმების პოლიტიკური მხარდაჭერა დიდია. მისი მოწოდება იმას ნიშნავს, რომ მესამე მოსმენით ცვლილებებს სჭირდება უფრო მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ ვინც შეთანხმებას ხელს აწერდა და მონაწილე იყო, მათ ხმა უნდა მისცენ ცვლილებებს“, – აცხადებს ეკა ბესელია.
სიახლეები
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
 - “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი
 - აფეთქება მოხდა რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი ნავთობქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე
 - ტრამპმა არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა კონგრესმენ უილსონს, რომელსაც „ოცნება“ „დიპ სტეიტის აგენტს“ უწოდებს
 - 4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი