"საქართველოს "მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა კიდევ ერთი მიღწევაა" - პრემიერ-მინისტრი
"საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს.
პრემიერი საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას უხდის ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის.
„დღეს ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დაასახელა, რომელზეც წევრი სახელმწიფოებისთვის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს.
საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით.
ახლა უკვე, ჩვენ უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, - აცხადებს გიორგი გახარია.
სიახლეები
- ქუთაისში, სკვერში ცხედარი იპოვეს
- “ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას” - წილოსანი “ნაცმოძრაობაზე”
- “მოლოდინები მაქვს, რომ ბევრ ადამიანს შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას” - ხვიჩია ოპოზიციაზე
- კამჩატკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავეს