"ვერ შევურიგდებით მიზანმიმართულ ტყუილს" - კალაძე
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პერიოდში მედიით გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს და საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ.
როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, აღნიშნული ჩართვები არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების მიმართ.
„საზოგადოებას შევახსენებ, რომ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლა არის ის გზა და საშუალება, რისი გამოყენების უფლება და მეტიც, ვალდებულება გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წინაშე. რამდენიმე დღე ვაკვირდებოდით და განსაკუთრებულად აქტიურია სიცრუის ნაკადები იმ მიმართულებით, რომელ სფეროებშიც ან პოზიტივია მოსათხრობი, ან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გაქვს გადადგმული. ზოგადად, დეზინფორმაცია არა მარტო პოლიტიკური ხასიათის მატარებელია, ანუ არა მხოლოდ პოლიტიკურ, გლობალურ თემებს ეხება, არამედ ყოველდღიურობის დეტალებში, წვრილმანებშიც კი არის მიმოფანტული“, - თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მიზანმიმართულ ტყუილს, რომელიც საბოლოო ჯამში, მოსახლეობას აზარალებს, არ შეეგუება.
„ტყუილით მავნებლობა წერტილოვანი დარტყმებივითაა.უფრო კარგი შედარება რომ გავაკეთო, მეტასტაზებს შევადარებდი -პატარა და დიდ თემებს ხან იქ შეეხებიან, ხან აქ, ხან მუნიციპალიტეტების დონეზე, ხან ქვეყნის, ხან რომელიმე ჩინოვნიკის,ხან პოლიტიკოსის, ხან სოციალურ და ხანაც ინფრასტრუქტურულ თემებზე მიდის კონკრეტული სიცრუის ტირაჟირება. რასაკვირველია, შეცდომა ყველას მოსდის და ამისგან დაზღვეული არავინაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ჯანსაღ კრიტიკას, ობიექტურობას, შეცდომებზე მითითებას, გამოსავლის გზების ძიებას, მაგრამ არ და ვერ შევურიგდებით მიზანმიმართულ ტყუილს, ე.წ. ფეიკნიუსებს, რომელიც საბოლოოდ აზარალებს ჩვენს ქალაქს, აზარალებს ჩვენს მოსახლეობას და ზოგადად, ქვეყანას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ვიდეომიმართვა ხორციელდება „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით, რომელიც საბიუჯეტო ხარჯებთან არ არის დაკავშირებული.
სიახლეები
- “ტერორი საქართველოში - ახალი რეკორდები” - სალომე ზურაბიშვილი
- “მივმართავთ მთავრობას, გვაჩვენონ ხელშეკრულება, რომელიც არაბებთან გაფორმდა - მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, საქმე გაქვს ანტიეროვნულ გადაწყვეტილებასთან და მეორე მხრივ, არაბულ აფიორასთან” - ალეკო ელისაშვილი
- “მოულოდნელად დაკარგა გონება და განვითარდა გულის გაჩერება, დაფიქსირდა ფიბრილაცია” – სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცისთვის გულისცემის აღდგენა შეძლო
- რომში მსხვერპლი მოჰყვა შუა საუკუნეების კოშკის ნაწილის ჩამონგრევას
- “ნაცმოძრაობამ” სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვა “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით” – გია ვოლსკი