ჩარკვიანი და ვაშაძე ,,ძალა ერთობაშია"-ს ტოვებენ
,,ძალა ერთობაშიას" ორი პოლიტიკური პარტია, ,,კანონი და სამართალი" და ,,ახალი საქართველო" ტოვებს.
პარტიის ლიდერები ერთიანდებიან და საარჩევნოდ, ერთიან ბლოკს ქმნიან.
გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურ გეგმებზე ხვალ ისაუბრებენ.
,,დავაანონსებთ ჩვენს გაერთიანებას, ბლოკს. აქვე დავძენ, რომ ყველასთვის ღიაა კარი, უკვე ვიცით, რომ ძალიან ბევრს უნდა. ამდენი მკვლელობები, სიღარიბე, გამოსავალი საჭიროა და ეს გამოსავალი არის სიახლე და სამართალი, რომელიც ამ ქვეყანას აკლია", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
როგორც ვაშაძე აცხადებს, მათი გადაწყვეტილების მიზეზი, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებაა.
,,ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი არის გამარჯვების ის ფორმულა, რომელმაც უნდა დაამარცხოს დამსხვრეული ოცნებების პარტია, ასე რომ, ვიწყებთ ძალიან მძლავრ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს დიდ გამარჯვებამდე 31 ოქტომბერს, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ
ახლადშექმნილი გაერთიანება არჩევნებზე პრემიერად გიორგი ვაშაძის კანდიდატურას დაასახელებს.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა