"მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ" - მაიკ პომპეო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„დღეს საქართველის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვესაუბრე მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ“, – წერს მაიკ პომპეო.
გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი