" ზურაბიშვილი აჭარბებს მსოფლიო იუმორის ყველა მასშტაბს" - ნათელაშვილი
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზურაბიშვილის განცხადება გიორგი რურუასთან დაკავშირებით ტრაგიკული იუმორია.
შალვა ნათელაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი, რუსეთი პრეზიდენტის, პუტინის რეკომენდაციითა დასმული.
"მინდა გავაკეთო განცხადება საქართველოს, პუტინის რეკომენდაციით დასმული, პრეზიდენტის უარზე შეეწყალებინა პოლიტიკური პატიმარი, რითაც მან, პრაქტიკულად, ლეგიტიმურობა გამოაცალა 31 ოქტომბრის არჩევნებს, თავის ჭკუით. იმ დროს, როდესაც ამ ქალბატონმა, რამდენიმე ხნის უკან, შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ნარკო ვაჭრები და პედოფილები აი მისგან განცხადება, რომ დამნაშავეებს არ შეიწყალებს აჭარბებს მსოფლიო იუმორის ყველა მასშტაბს, თუმცა ეგ გახლავთ ტრაგიკული იუმორი, რომლებიც ძალიან ცუდად დაუმთავრდება მას და მის ამ პოსტზე ჩამომყვანებს პარიზიდან."- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი