"ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, არსად წასულა, გააგდეს" - სოზარ სუბარი
ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, არსად წასულა, გააგდეს, უფრო სწორად, არავინ მიიღო, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, სოზარ სუბარი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ, არც საარჩევო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს.
როგორც სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, ვანო მერაბიშვილი არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ სჭირდება, ვინაიდან ის დისკრედიტირებულია.
"ვანო მერაბიშვილს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია, ვანო მერაბიშვილზე კარგად თქვა თეა წულუკიანმა, ციხიდან გამოსვლის აჟიოტაჟის მეორე დღეს - "ეს იქნება ცხელი კარტოფილი, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთს გადაულოცავს და არავის მოუნდება ამ ცხელი კარტოფილის ხელში დაჭერაო" ან კახი კალაძემ რომ თქვა, "მეტი ვანო ოპოზიციასო". ცხადი გახდა მეორე დღესვე, რომ ეს ადამიანი არავის სჭირდებოდა, დისკრედიტირებული, არაფრის შემძლე, არაინტელექტით, არაადამინისტრაციული რესუსით, ნუ, ახლა მოპარული ფული თუ აქვს, იმას რომ არ დახარჯავს, ეს ვიცით. ამიტომაც, არავის სჭირდებოდა და დარჩა ჰაერში, არსად წასულა, გააგდეს, უფრო სწორად, არავინ მიიღო, ის პოლიტიკიდან წავიდა, გაუშვა ქართველმა ხალხმა 2012 წელს", - განაცხადა სუბარმა.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა