"ასე სამათხოვროდ, წყალობით, ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს" - გიგი უგულავა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ორჯერ გააღარიბა საქართველოს მოქალაქეები და ამ ფონზე მათთვის „წყალობის გაღება“ ფარისევლობა და ტყუილია.
მან მოქალაქეებს მიმართა, რომ ხელისუფლებას ყველაფერი გამოართვან, რაც შესაძლებელია, რადგან უგულავას თქმით, ეს ყველაფერი ხალხს ეკუთვნის და არა გიორგი გახარიას ან ბიძინა ივანიშვილს.
„ქართულმა ოცნებამ“ თითქმის ორჯერ გააღარიბა საქართველო და მისი მოქალაქეები. ამ ფონზე, გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს - ხალხნო, თუ გინდათ ასეთ, პირდაპირ ვთქვათ, ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი ერთი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ გადავირჩევთ, ეს მთავრობა სხვაზე არ რეაგირებს. ამიტომ, გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას ან ივანიშვილს. არჩევნებზე გააკეთეთ სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით, ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს. ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, ყვავს კაკალი გააგდებინეთ პირიდან და არჩევნებზე შემოხაზეთ ოპოზიცია, გავუშვათ ეს უმაქნისები და მავნებლები, გავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისა და განვითარების გზაზე“, - განაცხადა უგულავამ.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა