"დროა საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი" - კიზინგერი
ათვლის წერტილი არის 12 წელი, 12 წელი ძალიან გრძელია, საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა.
"მინდა გითხრათ, რომ ათვლის წერტილი არის 12 წელი, 12 წელი ძალიან გრძელია, საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან, ფაქტობრივად ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციის დროს, როცა ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობ, საქართველო მეორე გახლავთ ამერიკის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა მომავლისთვის. ამერიკის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას. მე ველი მომავალზე საუბრებს ჩემ მეგობრებთან და ყველა სხვასთან“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად მასპინძლობს.
სიახლეები
- სამარხვო ტოლმა
- სტრასბურგში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის დანაშაულზე საგანგებო ტრიბუნალის შექმნის შესახებ
- “გელათის ტაძარს დღეს აღარაფერი ემუქრება, მთავარი ტაძარი გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით” - თინათინ რუხაძე
- “არცერთმა „რესპუბლიკელმა“ მხარი არ უნდა დაუჭიროს „ამერიკის ხმის“ გადარჩენას – მოკალით ის!” - ტრამპი
- “ევროპა გააძლიერებს თავდაცვას, მაგრამ ტრამპმა ამერიკის მოკავშირეების წინააღმდეგ სავაჭრო ომი უნდა შეაჩეროს” - მაკრონი