"გაიყვანოს რუსეთმა თავისი ძალები საქართველოდან" - ჯეიმს აპატურაი
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ NATO განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთს კი მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.
„12 წლის განმავლობაში რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, რის შედეგადაც, ათასობით ადამიანი საკუთარი სახლებიდან და მიწიდან გადაადგილებულია. NATO კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – წერს ჯეიმს აპატურაი.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი