"ჩვენს მოქალაქეებთან შუამავლები არ გვჭირდება" - გიორგი გახარია
„ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ფინანსური და, ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკური სარგებელი მიიღონ იმით, რომ ბავშვებსა და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, მორალურ პრობლემასთან ერთად, აქ შესაძლოა, იკვეთებოდეს სამართლებრივი პრობლემაც. პრემიერის განცხადებით, მოქალაქეებთან მთავრობას შუამავლები არ სჭირდება და ვისაც რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნება, უფასოდ დაეხმარებიან.
„ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება. ვიღაცები ცდილობენ, ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება პოლიტიკურ დივიდენდებში დააკონვერტირონ. მიუხედავად იმისა, რომ, პირველ რიგში, აქ იკვეთება მორალური პრობლემა, თუმცა, შეიძლება, სამართლებრივი პრობლემაც იყოს - ფიზიკური პირების შემთხვევაში და ამას შესაბამისი უწყებები მიხედავენ, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა ვუთხრა ხაზგასმით, განსაკუთრებით მათ, ვისაც ენის პრობლემა და ბარიერი გააჩნიათ: ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, სოციალური სააგენტოები, „ლიბერთი ბანკი“, ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მათ ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მიეხმარება“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- “ღაზას ომი ისრაელის იმიჯს მთელ მსოფლიოში აზიანებს” – მაკრონი
- "ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ ფალსიფიცირებული სასმელი რუსული კომპანიის დაკვეთით აწარმოეს
- ქუთაისში, სკვერში ცხედარი იპოვეს
- “ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას” - წილოსანი “ნაცმოძრაობაზე”
- “მოლოდინები მაქვს, რომ ბევრ ადამიანს შეცდომაში შეიყვანენ და არჩევნებში არ მიაღებინებენ მონაწილეობას” - ხვიჩია ოპოზიციაზე