"სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა"
სააკაშვილი დაგვპირდა და ვარშალომიძე ჩამოვიდა - რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნებას.
მდინარაძის შეფასებით, ვარშალომიძე ჩადენილი დანაშაულების ისეთივე თანამონაწილეა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა დანარჩენი ლიდერი.
„თურქეთიდან რომ შემოდიოდა, ვარშალომიძემ მიმართვა გაავრცელა და მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ ის ნახოს, ვფიქრობ, კომენტარიც აღარ იქნება საჭირო. ის არის „ნაცმოძრაობის“ გუნდის ერთ-ერთი ჩვეულებრივი წარმომადგენელი, ისეთივე თანამონაწილე იმ დანაშაულებისა, იმ რუსული საქმისა, როგორიც ყველა დანარჩენი ლიდერი „ნაცმოძრაობიდან“. ის ახსენებდა „რუსული ოცნებაო“ და ეს მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული უკვე 10 წელზე მეტია. ყველა მათ წარმომადგენელს მოვუწოდებ, თავის თავთან მაინც დასვან შეკითხვა, როდესაც რუსულ საქმეზე ლაპარაკობენ, რატომ დაუჭირა მათმა პარტიამ მხარი ქართველი ჯარისკაცების მიერ ვითომ ომის დაწყებას, რატომ დაუშვეს ეს? ამაზე დიდი ღალატი, საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა! 10 წელი მალეს ეს ამბავი და ბოლოს მაინც გამოჩნდა. დღეს, როდესაც რუსულ თემაზე ლაპარაკობენ, პირველ რიგში, სტრატეგიულ გაყიდულ ობიექტებს რომ თავი დავანებოთ, სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებთ რუსეთის მხარდაჭერას თავი რომ დავანებოთ, რატომ დაუჭირეს იმ ტყუილ მოცემულობას მხარი, სადაც ეწერა, რომ თითქოს ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი?“- განაცხადა მდინარაძემ.
სიახლეები
- “გახარიას და “ლელოს” გადაწყვეტილება სწორია"- სანდრო თვალჭრელიძე
- დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
- ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" საზეიმოდ დაიხურა
- “არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს გადატრიალებაზე - ეს დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში