"სასამართლო რეფორმის შედეგია, რომ ეს საქმე შალვა თადუმაძესთან მოხვდა" - მამუკა მდინარაძე უგულავას საქმეზე
მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული,შალვა თადუმაძის ფაქტორი ვერაფერს ცვლიდა, ის უშუალოდ არ იყო ბრალმდებელი პროკურორი,
- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კითხვას რა როლი ითამაშა შალვა თადუმაძის ფაქტორმა გიგი უგულავას საქმეში და დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
როგორც მან აღნიშნა, ეს საქმე შალვა თადუმაძესთან შემთხვევით მოხვდა, რადგან სასამართლოში საქმეთა განაწილება ელექტრონულად ხდება.
"ეს სასამართლო რეფორმის შედეგია, ის რომ ეს საქმე შალვა თადუმაძესთან მოხვდა, ეს არ იყო არავის გადასაწყვეტი. ეს მოხდა ელექტრონულად. რაც შეეხება მის პროკურორობას, ფაქტია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული მას შემდეგ რაც გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს, პროკურატურას არც ერთი დღით არ შეუცვლია პოზიცია. რა პოზიციაზეც იყო 2013 წელს, იგივე პოზიციაზეა 2020 წელსაც, შესაბამისად, მათ მოიგეს ეს საქმე.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, შალვა თადუმაძის ფაქტორი ვერაფერს ცვლიდა, ის უშუალოდ არ იყო ბრალმდებელი პროკურორი და ის რომ იყო მთავარი პროკურორი იმ დროს, როცა ეს საქმე პროკურატურის მიერ წარმოებდა, მათ ეს მიიჩნიეს როგორც ჩანს აცილების გამომრიცხავ გარემოებად. ეს მათი გადასააწყვეტია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სიახლეები
- “გახარიას და “ლელოს” გადაწყვეტილება სწორია"- სანდრო თვალჭრელიძე
- დაუპირისპირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს თბილისის მერის არჩევნებში?!
- ქუთაისში საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი" საზეიმოდ დაიხურა
- “არჩევნების დღეს ხელისუფლება ვერ ილაპარაკებს გადატრიალებაზე - ეს დღე ერთადერთია, როდესაც ძალაუფლება ჰაერშია და ის უბრუნდება ხალხს”
- გსურს, რომ შენმა შვილმა გააუმჯობესოს ინგლისური და ამავდროულად დაუვიწყარი ზაფხული გაატაროს? - American Camp ბაკურიანში