„ნაციონალური მოძრაობა“ და „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წარადგენენ,- ამის შესახებ პარტია"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიებმა ერთხმად მიიღეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიაში“ შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, წარმოვადგინოთ, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების სწორად გაანალიზება მოხდეს და ამ გადაწყვეტილების მთელი მნიშვნელობა გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც არაფერი აღარ იყო დარჩენილი, სატელეფონი კოდის და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა. მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია“, - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის განცხადებით, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოს საშუალებას აძლევს გამოწვევებს გაუმკლავდეს, შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში.
„დროშა, გერბი, ჰიმნი, არაკორუმპირებული პოლიცია, არმია, ეფექტური ინსტიტუტები, 4-ჯერ გაზრდილი ეკონომიკა, 11-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი, უსაფრთხოება, წელში გატეხილი კრიმინალი, თითქმის ამოძირკვული კორუფცია, ეს ყველაფერი იმ წლების მიღწევაა. აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროა იმისთვის, რომ ყველაფერი ის, რაც 2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს მოქალაქის მოწონებას იმსახურებდა, განმტკიცდეს და ხელშეუხებელი გახდეს და ყველა ის შეცდომა, რომელიც პრეზიდენტისთვის დღესაც კი დარდი და წუხილია, საბოლოოდ იქნას აღმოფხვრილი და აღარასოდეს განმეორდეს. თუ გნებავთ საქართველო, რომელიც სწრაფი განვითარების გზაზეა დამდგარი, ხმა უნდა მისცეთ საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ყველა კანდიდატს, მესამე პრეზიდენტიდან დაწყებული, რიგ ქალაქებში მერობის კანდიდატებამდე. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და იყოს პირისპირ თავის ხალხთან", - აღნიშნა ვაშაძემ.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს