"სააკაშვილს 2012 წლამდე არსებული ვითარების დაბრუნება სურს" - ბოკერია
"ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ გეგმა უკავშირდება არა ვინმეს ჩამოსვლას ან არჩამოსვლას ან მუქარას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს, გარდამტეხ ცვლილებებს", - ამის შესახებ განცხადება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მან შეაფასა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სურვილებიც.
"როგორც ჩანს, ამ კაცს [მიხეილ სააკაშვილს] და „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა 2012 წლამდე არსებული ვითარების დაბრუნება, ივანიშვილს სურს დღევანდელი ვითარების შენარჩუნება, სადაც კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და ხალხი ფეხებზე ჰკიდია და „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა გარდამტეხი ცვლილებები, სწორ გზაზე დადგომას სწორი კომპასით, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა მიმართულებით და ეს პოლიტიკური მარაზმი, რაც ივანიშვილმა შექმნა, დასრულდეს. ყველას დევნა უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენი გეგმები არ არის დაკავშირებული ერთ კაცთან ან ვინმეს დაბრუნებასთან“, - განაცხადა ბოკერიამ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი