"უნდა დავხვდეთ ღვთისმშობელს, რომელიც ამიერიდან დევნილთა შემწე იქნება" - ირმა ინაშვილი
ენგურის ხიდთან "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, თანაგუნდელებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.
პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი აცხადებს რომ ხატის გადმობრძანებას ელოდება.
ინაშვილის თქმით, ისინი უნდა დავხვდნენ ღვთისმშობელს, რომელიც ამიერიდან იქნება დევნილთა შემწე, რადგან თავად ხატი მოექცა დევნილობაში.
„მე ველოდები ახლა ხატის გადმობრძანებას. ეს არის ილორის ღვთისმშობელი, რომელიც მთელი სამი კვირის განმავლობაში იყო ილორში, ეს ძალიან დიდი მადლია. ილორის ღვთისმშობელი მობრძანდება. ჩვენ უნდა დავხვდეთ ღვთისმშობელს, რომელიც იქნება ამიერიდან დევნილთა შემწე, რადგან თავად დევნილობაში მოექცა ეს ხატი. მინდა, ერთი რამ ახლა ქართველ საზოგადოებას, ქართველ ე.წ. პოლიტიკოსებს, თქვენ ჟურნალისტებს გითხრათ – გახარებულები ხართ? „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „რუსთავი 2“, სხვა დანარჩენები. შავი სიხარულით გიხარიათ? ხატი რომ მობრძანდება? მე გაოგნებული ვარ საერთოდ ჩვენი ე.წ. პოლიტიკური სპექტრის ქმედებით. გაოგნებული და შეძრული ვარ, ხატმებრძოლეობის მთელი ამ პროცესის ანალიზით რაც ხდება. ეს არის 21 საუკუნის ხატმებრძოლეობა, რასაც ჩვენ ახალა თვალს ვადევნებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი. არამარტო სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ სახელისუფლებო ლიდერებიც კობახიძის შტო მთლიანად და ეს ხატის გადმობრძანება, რომ ხდება საერთოდ დიდად იშრომეს ამ ადამიანებმა, რათა ხატი გადმობრძანებულიყო, იმდენად გააფუჭეს და დააზიანეს ყველაფერი, მათი თვალსაწიერიდან ვამბობ ამას. ამასთანვე, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ნაბიჯს, რაც ჩვენ გადავდგით, ძალიან ჩუმ და უპრეტენზიო ნაბიჯს ჩვენი ჩასვლით აფხაზეთში. მე თქვენ არ მომიწვევიხართ ენგურზე, როდესაც ხატს მივაბრძანებდი ილორის ტაძარში. პოლიტიკური ქულების ჩაწერა რომ მდომებოდა, აქ მოგიწვევდით ენგურის ხიდზე და თქვენ გადაიღებდით იმ ყველაფერს, მაგრამ მთელი ეს პროცესი დააზიანეს სააკაშვილ-ბოკერიებმა, მათთან მიბმულმაენჯეოებმა, მათ მიერ კონტროლირებადმა მედიამ თბილისში. პლიუს კობახიძის ხაზმა, კობახიძის ხაზმასუს-ში, აი პირდაპირ ვამბობ იმ მაღალჩინოსნებმა სუს-იდან, რომლებიც კავშირში არიან კობახიძესთან. ყველას სახელი და გვარი ვიცი, ყველას სათითაოდ გამხელთ. მინდა ყველას ვუთხრა, ღვთისმშობელს ვერავინ მოერევა" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
სიახლეები
- ,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი - სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს"- მიხეილ სააკაშვილი
- ,,სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა" - გიგა ავალიანის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება
- ,,ჩვენი ქვეყანა ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება"- ზვიად შალამბერიძე
- ,,ჩვენი და ამერიკის თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”
- ,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება” – ლევან მაჭავარიანი