"დაავალე მიშას" - ენმ ახალ კამპანიას იწყებს
"დაავალე მიშას" - ამ სახელწოდებით "ნაციონალური მოძრაობა" ახალ კამპანიას იწყებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას შეხვდებიან უკლებლივ ყველა ქალქში, რაიონსა თუ სოფელში და შეაგროვებენ ინფორმაციას იმ პრობლემების შესახებ, რაც ამომრჩეველს ყველაზე მეტად აწუხებს.
უდუმაშვილის განცხადებით, მოსახლეობის გზავნილები გადაეცემა მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და მიხეილ სააკაშვილი იქნება ის ადამიანი, ვინც აღნიშნული პრობლემების მოგვარებას დაიწყებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.
"მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აქტიურად აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას. დღეს ჩვენ ვიყწებთ ახალ კამპანიას - "დაავალე მიშას". ანუ, ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა ქალაქს, ყველა რაიონს, ყველა სოფელს, შეხვდებიან ყველა თქვენთაგანს. უშუალოდ თქვენგან მიიღებენ დავალებებს იმ პრობლემების შესახებ, რაც თქვენ გაწუხებთ და რაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. გაიგებენ, თუ რა პრობლემებია თქვენს ქალაქებში, თქვენს სოფლებში და პირობას გაძლევთ, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, თქვენი რჩევები იქნება მთავარი გზამკვლევი, რომლითაც ჩვენ დავიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. ეს გზავნილები, უკლებლივ ყველა, გადაეცემა პრემირ-მინისტრობის კანდიდატს და მიხეილ სააკაშვილი იქნება ის ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, როგორ უნდა მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს დაგროვილია ქვეყანაში. ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა. ამიტომ, ველით თქვენგან დავალებებს" - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
სიახლეები
- მარწყვის მუსი
- მარწყვის მუსი
- "ბოლო ორ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ პარტიად რეგისტრაციაზე" - ლევან ცუცქირიძე
- "იმისთვის, რომ სანქციები შემოვიღოთ ევროკავშირის დონეზე, გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება" - პაველ ჰერჩინსკი
- "ოქრუაშვილის დაკავებაზე: თუ ყოფნის ადამიანს სითამამე, რომ დაარღვიოს კანონი, დარწმუნებული ვარ, იმის სითამამეც ეყოფა, მიიღოს ის შედეგი, რაც კანონის დარღვევას მოჰყვება" - პაპუაშვილი