ევროპარლამენტის მოთმინების ფიალა შეიძლება არჩევნების მერე აივსოს, - ხუხაშვილი
“ევროპარლამენტის ფიალა როდის აივსება და კრიტიკულ ნაწილს როდის აკრეფს, ამას უფრო უნდა ველოდოთ პოსტ-საარჩევნო პერიოდში, თუ რაღაც პრობლემა შეიქმნა.
შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის მხრიდან არ ველოდები კონკრეტულ ქმედებებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ევროპარლამენტის მოთმინების ფიალა შეიძლება არჩევნების მერე აივსოს, - ხუხაშვილი
“ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნები და რურუა გაანთავისუფლონ. ისინი აღნიშნავენ, რომ „მილიარდელი ივანიშვილი ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას". ამ კრიტიკულ განცხადებებს „ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თამჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა გამოეხმაურა. იგი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარებს აზრს შეაცვლევინებს და მიახვედრებს, რომ შეფასებაში ცდებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
„გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს არანაირი პრობლემა ევროკავშირთან არ შეექმნება და საქართველოს ამაზე მწვავე განცხადებების მოუსმენია. ევროპარლამენტარების განცხადება არ არის სიახლე. დროდადრო ამ განცხადებებს მრავლად ვისმენთ, ახალი არაფერი არ მომხდარა. საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ ბუნდოვანი, ამღვრეული და შემაშფოთებელია. შესაბამისად, სიტუაციის განვითარების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. საქართველოს ევროკავშირთან არანაირი პრობლემა არ შეექმნება, ამაზე მწვავე განცხადებებიც მოგვისმენია. ეს ყველაფერი არის გაფრთხილება. ეს არ არის სამწუხაროდ ბოლო განცხადება. როდის აივსება ფიალა და კრიტიკულ ნაწილს როდის აკრეფს, ამას უფრო უნდა ველოდოთ პოსტ-საარჩევნო პერიოდში, თუ რაღაცა პრობლემა შეიქმნა. ევროკავშირიდან და შეერთებული შტატების მხრიდან არ ველოდები კონკრეტულ ქმედებებს.", - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა