"საპენსიო ასაკი 55 წლით უნდა განისაზვროს, პენსია კი საარსებო მინიმუმზე მაღალი უნდა იყოს“ - მამუკა ტუსკაძე
„საპენსიო ასაკი 55 წლით უნდა განისაზღვროს და თანხა საარსებო მინიმუმზე მეტი უნდა დაწესდეს“ - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პენსიონერს მთელი ფინანსური რესურსი წამლებში არ უნდა ეხარჯებოდეს, მას ფული საკუთარი კომფორტისთვის და ოჯახისთვისაც უნდა რჩებოდეს.
"დღეს, პენსია ავტომატურად ასოცირდება ჯანმრთელობასთან, წამალთან, სოციალურად დაუცველობასთან. ჩვენი პროგრამით გვინდა, შევცვალოთ ასეთი მიდგომა. ამისთვის საპენსიო ასაკი უნდა დავწიოთ. 55 წლის ადამიანი თავს ჯერ კიდევ მხნედ და ენერგიულად გრძნობს. მას შეუძლია, დრო ოჯახსაც დაუთმოს და საკუთარ კომფორტზეც იზრუნოს, იმოგზაუროს და ბედნიერად იცხოვროს. ამის პირობები კი სახელმწიფომ უნდა შეუქმნას. მინიმალური საპენსიო ზღვარი საარსებო მინიმუმზე მაღალი (დღეის მდგომარეობით 500 ლარი) უნდა დაწესდეს და გასაცემი თანხა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით უნდა დაითვალოს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთა სამუშაო სტაჟის დათვლა შეუძლებელია, მინიმალური პენსია მაინც უნდა მიეცეს. ზოგადად, ვფიქრობ, სიტყვა „პენსია“ სხვა სიტყვით უნდა ჩანაცვლდეს. ამისთვის კი კონკურსი უნდა გამოცხადდეს. ეს სიტყვა წამალთან და სიბერესთან კი არა, ბედნიერებასთან უნდა ასოცირდებოდეს. სახელმწიფომ კი ასეთი „ბედნიერება“ დამატებით, დაახლოებით, 200000 ადამიანს უნდა გადაუხადოს,“- აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.
(NS)
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა