"გარეჯი ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემაა"-მიხეილ სააკაშვილი
ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთით აღვადგინე, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც ჩემი ინიციატივა იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, გრემისა და ალავერდის ტაძრებში სერიოზული სამუშაოები ჩატარდა.
„ჩემთვის გარეჯი იყო ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემა. ყველაფერს ვპირდებოდი ილჰამს გარეჯის სანაცვლოდ და თითქმის შევთანხმდით, რომ არ ყოფილიყო ბოლოს ხელისუფლების შეცვლა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ სააკაშვილი ეკლესიებს ანგრევდა, მაშინ, როდესაც ის ხალხი, ვინც ბაგრატის ჩემ მიერ აღდგენილ პროექტს დღე და ღამ ეწინააღმდეგებოდა, ახლა მიდის და ბაგრატის ფონზე იღებს სურათებს. ის ხალხი, ვისაც არ ახსოვს, რომ ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთით აღვადგინე. გზები მივიყვანეთ, ინფრასტრუქტურა. გრემი, ალავერდში სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ. სხვათა შორის, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც და ყველაფერიც ჩემი ინიციატივა იყო და ასე შემდეგ. საქართველოში აღდგა რამდენიმე ასეული თითქმის მთლიანად დანგრეული ეკლესია, კიდევ ორი თუ სამი ათასი შეკეთდა ჩემი პირდაპირი დავალებით. და ამის ფონზე იძახდნენ, რომ სააკაშვილი ანგრევს ეკლესიებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"