ოთარ კახიძე ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს
ქუთაისში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელისთვის 4200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა დაგეგმა, რისთვისაც არ გამოაცხადა ტენდერი და უკონკურენტოდ დაუკვეთა სანათები კონკრეტულ მომწოდებელს.
მან დღევანდელ ბრიფინგზე ქუთაისის მერია კორუფციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს, რისი მოტივიც შეიძლება იყოს „კორუფციული გარიგება ან არჩევნებზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოყენება“.
„90 - ვატიან დიოდურ სანათში მერიამ გადაიხადა 275 ლარი, მაშინ, როცა ტენდერის მეშვეობით 150 - ვატიანი, ანუ უფრო ძლიერ სანათი ჯდებოდა 112 ლარი. შესაბამისად, მარტო ერთ შესყიდვაში ბიუჯეტიდან მოიპარეს 163 ლარი თითო სანათში, რაც 4200 ერთეულზე შეადგენს 684.000 ლარს. ქალაქში, სადაც მოუწესრიგებელია საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, ასეთი მასშტაბური და თავხედური კორუფციის ფაქტები არის დღემდე გამოუძიებელი. აღნიშნული ნიშნავს, რომ პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს, რისი მოტივიც შეიძლება იყოს კორუფციული გარიგება ან არჩევნებზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოყენება. ეს ყველაფერი 31 ოქტომბერს დასრულდება და ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მოვა“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან