„მე არ უნდა მიხაროდეს, რომ ჩემს მთავრობას რაღაც ეშლება და არ უნდა ველოდებოდე, როდის ჩავარდება ორმოში“ – გოჩა მაჩაიძე
„არასდროს ვიქნები კაცის კაცი… არც არასდროს ვყოფილვარ… მე ჩემი პრინციპები და შეხედულებები მაქვს“ – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვეტერანმა ფეხბურთელმა გოჩა მაჩაიძემ ნაძალადევის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მისი განმარტებით, პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ის იქნება „ხმა მღაღადებლისა პარლამენტსა შინა“
„დღეს შევხვდით ხალხს, რომელთაც ყოფითი პრობლემები აქვს და 89 წლიდან მოყოლებული ელოდებიან მათ გადაწყვეტას. შეიძლება, ვიღაც ფიქრობს, რომ მოვა „კაი ყმა“ და მათაც ეშველებათ, მაგრამ ეს ზღაპარია. ყველა პრობლემა ხალხის გადასაჭრელია. მე, იცით, რატომ გადაწყვიტე პოლიტიკაში წასვლა, თან ამ ასაკში? ადრე ვთვლიდი, რომ პოლიტიკისთვის ძალიან ადრეა, რომ ეს საქმე პოლიტოლოგებმა, ეკონომისტებმა და ზოგადად, სფეროს სპეციალისტებმა უნდა აკეთონ, მაგრამ… რომ დავაკვირდი, მოდიან და მიდიან არაფრისმთქმელი სახელები და გვარები, ისეთები, რომლებსაც არავინ იცნობდა და არც არავინ იცნობს. იყვნენ ვიღაცის ვიღაცები, კაცების კაცები… მე არ ვიქნები ასეთი პოლიტიკოსი. მე ვერ ვიქნები კაცის კაცი… ასე ფიქრობს მოძრაობის თამვჯდომარეც – მამუკა ტუსკაძე. ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, ყველასთან… ჩვენ ვერ ვიქნებით ჩასაფრებული ოპოზიცია, ვერ გაგვიხარდება, რომ ადამიანს შეეშალა რაღაც. იმას რომ ეშლება, ეს უკვე ცუდია და მე ეს არ უნდა მიხაროდეს. არ უნდა გავბედნიერდე იმით, რომ რომ ჩემს მთავრობას რაღაც ეშლება და არ უნდა ველოდებოდე, როდის ჩავარდება ორმოში, რომ იქნებ ჩემი დროც დადგეს. ნეტა უკეთესად წავიდეს ყველაფერი, რომ საყვედურის თქმა არასდროს არავისთვის დამჭირდეს. მაგრამ თუ დამჭირდა, ვერავინ ვერ გამაჩერებს. არის ბიბლიაში ასეთი გამონათქვამი „ხმა მღაღდებლისა უდაბნოსა შინა“… მე ვიქნები ხმა მღაღადებლისა პარლამენტსა შინა… "- აღნიშნა გოჩა მაჩაიძემ.
(NS)
სიახლეები
- შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ი.თ. დააკავეს
- ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ომის მოგვარებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა
- “ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან” - ირაკლი კობახიძე
- “იმედი გვაქვს, ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროპული სივრცე, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება” - ირაკლი კობახიძე