"ეს არის ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება!"- არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობის“ შეკრებაზე
„ნაცმოძრაობამ“ ბათუმში შეკრიბა მოქალაქეები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე, ეს არის საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფეისბუქში წერს.
მისივე განმარტებით, ამის გამო შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, აჭარაში, დიდი ალბათობით, საჭირო იქნება ექიმების და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად მობილიზება.
„მაშინ, როდესაც ჯანდაცვის პროფესიონალების დაძაბული შრომის შედეგად, აჭარაში კოვიდ 19-ის შემთხვევათა სტაბილიზაციას მიაღწიეთ, „ნაცმოძრაობამ“ ბათუმში შეკრიბა მოქალაქეები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. ეს არის საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება! კერძოდ: შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ამის გამო აჭარაში (და სხვა რეგიონებშიც, რადგან ხალხის ნაწილი სავარაუდოდ ჩაყვანილი ჰყავდათ სხვა მუნიციპალიტეტებიდან) დიდი ალბათობით საჭირო იქნება ექიმების და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად მობილიზება, ძალისხმევის გაორმაგება - ეს სამედიცინო რესურსები კი ამ დროს, მთელ ქვეყანაში სხვა მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ამ პარტიის ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულების მატარებელია და რევანშისთვის ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც გაწირავენ. შესაბამისად, ყველაფერი რასაც ადამიანებს პირდებიან - სიცრუეა“, - წერს არჩილ თალაკვაძე.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია