"ახალგაზრდებს ჩვენს ქვეყანაში უნდა შევუქმნათ პირობები, უცხოეთში რომ არ გაიქცნენ" -ირმა პეტრიაშვილი
დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური დებატების ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში" ახორციელებს პროექტს, რომელიც გაეროს განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული.
როგორც კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში"- ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი შავგულიძე FirstNews.ge- თან საუბარში აცხადებს, ამ ფორმატში, დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა.
"UNDEF- მა 2 წლიანი პროექტი დააფინანსა. პროექტი დასკვნით ფაზაშია, რადგან საპარლამენტო არჩევნები კარსაა მომდგარი. ამ ფორმატში დღეს, პირველი შეხვედრა გაიმართა - პოლიტიკური დებატები პოლიტიკურ პარტიებთან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პარტია "სოციალური სამართლიანობისთვის"- ქუთაისის მერობის კანდიდატი ირმა პეტრიაშვილი.
შეხვედრა დევნილ მოსახლეობასთან გაიმართა, რომლებთანაც განვიხილეთ მათი მწვავე, პრობლემური საკითხები, ხოლო კანდიდატისგან მოვისმინეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები," - განაცხადა გიორგი შავგულიძემ.
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დევნილი მოსახლეობა, მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე საუბრობდა, რომლებსაც ირმა პეტრიაშვილი პასუხობდა.
"დღესდღეობით, განათლება უმთავრესია, კონკურენცია კი დიდია. ბაგა-ბაღიდან უნდა დაიწყოს განათლების ცვლილებები, რათა აღიზარდონ განათლებული ახლგაზრდები. მათ ჩვენს ქვეყანაში უნდა შევუქმნათ საჭირო პირობები და არ უნდა გარბოდნენ უცხოეთში. კარგად ვხედავთ, რომ მერე უცხოეთიდან არავინ არ ბრუნდება, ან რომ დაბრუნდეს აქ რას ვთავაზობთ? ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, პროფესიონალი გუნდი მუშაობს, როგორც ეკონომიკაზე, ასევე ჯანდაცვაზე, ბიზნესისა და განათლების სფეროზე.
ყველას თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ,რომ იცხოვრონ განვითარებულ ქვეყანაში. სახელმწიფოს უნდა ქონდეს მყარი ეკონომიკური გარემო და სამუშაო ადგილები თავად შექმნას. არ უნდა იყოს დამოკიდებული უცხოეთის დახმარებასა და კრედიტებზე. სახელმწიფოში სოციალურად სამართლიანი საზოგადოება უნდა შეიქმნას, რადგან გონიერებაზე გათვლილი პოლიტიკა გვაწყობს.
ჩვენ თუ ძლიერები ვიქნებით, მჯერა მერე აფხაზებსა და ოსებსაც მოუნდებათ ასეთ ძლიერ ქვეყანასთან ურთიერთობა,"- განაცხადა შეხვედრაზე ქუთაისის მერობის კანდიდატმა, - ირმა პეტრიაშვილმა.
სიახლეები
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო