„ამაყი ვარ, რომ ვიმყოფები ქალაქში, რომელიც მსოფლიოს უძველესი ქალაქების ხუთეულში შედის“ – გიორგი შერვაშიძე
„ამაყი ვარ, რომ ვიმყოფები ქალაქში, რომელიც მსოფლიოს უძველესი ქალაქების ხუთეულში შედის“ – პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი, გიორგი შერვაშიძე ქუთაისელ ამომრჩევლებს მიმართავს.
„მიხარია, რომ აქ, ამ ქალაქში, წარმოავდგენ იმ გეგმებს, რომლითაც ვაპირებთ მოქმედებას მომავალში. თქვენ გყავთ მერობის ძალიან კარგი კანდიდატი, ირმა პეტრიაშვილი, რომელიც უსაზღვროდაა შეყვარებული საკუთარ ქალაქზე და ზუსტად ვიცი, რომ თავს არ დაზოგავს ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენი პარტიის მთავარი მიზანი არის არა მხოლოდ თბილისი, მნიშვნელოვანია რეგიონებიც. და როგორ უნდა განვითარდეს რეგიონები თქვენი მხარდაჭერის გარეშე? როგორ უნდა განვავითაროთ ქუთაისი თქვენი ჩართულობის გარეშე? თქვენ ხომ უკეთესად იცით, რა სჭირდება ქალაქს, რომელშიც ცხოვრობთ? ხალხმა ხომ ბევრად კარგად იცის, რა სჭირდება იმ რეგიონს, რომელშიც მოღვაწეობს? ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენ მიერ დეკლარირებულ მიზნებს, მაგრამ ამას მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით მოვახერხებთ,“ – აღნიშნა გიორგი შერვაშიძემ.
(NS)
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა