„სამარცხვინოა, რომ სოხუმის სუბტროპიკული უნივერსიტეტი ქუთაისის აკ.წერეთლის უნივერსიტეტს შეუერთეს“- თეიმურაზ შაშიაშვილი
დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური დებატების ფორმატში მორიგი დებატები გაიმართა. დღევანდელ დებატებში მონაწილეობას იღებდნენ იოსებ კენჭაძე პარტია „მოქალაქეების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი და თეიმურაზ შაშიაშვილი პარტია "თეთრების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი.
კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში" პროექტს ახორციელებს, რომელიც გაეროს განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული.
როგორც კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში"-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი შავგულიძე FirstNews.ge-თან საუბარში აცხადებს, UNDEF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - "პოლიტიკური დებატები პოლიტიკურ პარტიებთან" ფარგლებში მორიგი დებატები გაიმართა.
აღნიშნული პროექტი 2018 წელს დაფინანსდა და 2 წელია ხორციელდება.
"პროექტის პირველი სამიზნე არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უკვე კარზეა მომდგარი. დღეს, პოლიტიკურ პარტიებს შორის დებატები გაიმართა. მათ შორის იყო პოლიტიკური პარტია „თეთრების“ წარმომადგენელი თეიმურაზ შაშიაშვილი, რომელმაც საკუთარ გეგმებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას დევნილები წარმოადგენდნენ.
დებატებზე ისაუბრეს დევნილების განსახლებაზე, სოციალურ პრობლემებსა და ფულად დახმარებებზე, რაზეც თეიმურაზ შაშიაშვილმა საკუთარი ხედვა გააცნო დევნილ მოსახლეობას და დისკუსიაში შევიდა მათთან.
ჩვენი ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს ასეთი სახის დებატების ჩატარებას, რომელიც დაგეგმილია ამ დღეებში. კიდევ გვექნება შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიების გეგმებსაც გავეცნოთ,“ - განაცხადა გიორგი შავგულიძემ.
როგორც პოლიტიკური პარტია „თეთრების“ წარმომადგენელმა თეიმურაზ შაშიაშვილმა დებატებზე განაცხადა, დევნილების საცხოვრებლების პრობლემა აქამდე უნდა მოგვარებულიყო.
„ვხედავ, რომ საცხოვრებლების საკითხი დღეს პრობლემა აღარ უნდა ყოფილიყო და ამდენ ხანს უნდა მოგვარებულიყო. რეალურად ორჯერ მეტი ბინა უნდა აშენებულიყო და ვიცი, რომ ამის უკან ძალიან დიდი კორუფციაა. მე, როცა შევალ პარლამენტში აუცილებლად მივხედავ ამ საკითხს და თავის სახელსაც დავარქმევ, მე მივდივარ პარლამენტში, რადგან საქართველოს მოსახლეობის ხმა უნდა იყოს იქ. გამოგიფხიზლებთ დაძინებულ დეპუტატებს, მე ვიქნები ეტალონი.
ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს აფხაზეთში აფხაზებთან, რადგან ჟიული შარტავას თაობა ვარ. სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტი ქუთაისის აკ. წერეთლის უნივერსიტეტს შეუერთეს.
ჩვენ ისეთი პროგრამა გვაქვს რომ, იამაყებს მთელი საქართველო, თუ ჩვენ მხარდაჭერას მივიღებთ. ეს არის პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია მეცნიერებთან. ჩვენ ვამბობთ ხმამაღლა, რომ სიყალბეში ვცხოვრობთ, პოლიტიკური კორუფციაა ქვეყანაში, სოციალური დემაგოგიაა, ყალბი ეროვნული პათოსი. დემოკრატიის თამაში ანგრევს ამ ქვეყანას. ამას მხოლოდ კონკურენცია და დაცული ადამიანი უშველის. ჩვენ ამერიკის კონსტიტუციის პუნქტი პირდაპირ გადმოვიტანეთ, თუ როგორი უნდა იყოს მთავრობა,“ - განაცხადა თეიმურაზ შაშიაშვილმა.
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის