"მე ეს კვლევები არ მჭირდება, ,,ოცნების" მხარდაჭერას არჩევნებზე ვნახავთ" - გახარია
მე ეს კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ 55,7%-ით ლიდერობს.
მთავრობის მეთაურმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, წყნარად, მშვიდად და სამართლიანობის და ღირსების უმაღლესი სტანდარტებით მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი აზრი.
„ეს საკმაოდ ფრთხილი ციფრებია. ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა. მე ეს კვლევები არ მჭირდება, მე ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრად უფრო მეტი და ამას ჩვენ არჩევნებზე ვნახავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი