"მთავრობა მომავალი კვირიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს"- „ევროპული საქართველო"
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა მომავალი კვირიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ თემაზე დებატებია აუცილებელი, რის კონტექსტშიც „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დისკუსიისთვის იწვევს.
„ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ორშაბათიდან (2 ნოემბერი) "ლოქდაუნის" (ჩაკეტვა) გამოცხადებას გეგმავს.
ამ ნაბიჯით აპირებენ მეორე ტურების წინ ფონის შექმნას, რადგან კარგად ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ.
ამ თემაზე აუცილებელია სერიოზული დებატები. ვიწვევთ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ამ თემაზე სერიოზული დისკუსიისთვის დარჩენილ სამ დღეში. ვთხოვთ სატელევიზიო არხებს, რომ ამ თემას მიაქციონ სერიოზული ყურადღება, რადგან სასწორზე არის არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.
სიახლეები
- 10 ავტორი და ნაწარმოები, რომლებსაც ქართველები 2025 წელს კითხულობდნენ
- "ივანიშვილმა იყიდა რუსეთში სახლები და ემზადება გასაქცევად, მაგრამ კრემლი ისეთ რაღაცებს სთხოვს, რისი მიცემაც ამ ეტაპზე არ შეუძლია" - მიხეილ სააკაშვილი
- სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს
- გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია