ჯანდაცვის მინისტრი: მთავრობა „ლოკდაუნს“ არ განიხილავს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკრაძის განცხადებით, მთავრობა „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას არ განიხილავს.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ საუბარი იქნება გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე, ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.
„ლოკდაუნის“ შესახებ ჩვენ საუბარი მთავრობის სხდომაზე არ გვქონია, შესაბამისად, „ლოკდაუნი“ არ განიხილება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გარკვეული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება საუბარი, ამის შესახებ მოსახლეობა იქნება წინასწარ ინფორმირებული და ეს არ იქნება მოულოდნელი გადაწყვეტილება. ჩაკეტვას არ განვიხილავთ,“- განაცხადა ტიკარაძემ.
ტეგები:
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან