“ჩვენ ვაშენებთ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საქართველოს“ – გიორგი შერვაშიძე
“ჩვენ ვაშენებთ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საქართველოს“ – პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შერვაშიძემ გუნდის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე კიდევ ერთხელ განმარტა.
“ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი სისხლი, ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ თქვენთან ერთად ავაშენებთ პოლიტიკურად, სოციალურად დაცულ საქართველოს სოციალური თანასწორობის, სწორად განაწილებული ფუნქციების საფუძველზე. ჩვენი მიზანია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სიღარიბის დამარცხება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და და მოდერნიზებული, თანამედროვე, განათლების სისტემის შექმნა. ჩვენ სახალხო დიპლომატიის გზით უნდა შევძლოთ და გავაერთიანოთ ქვეყანა.“ – განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.
პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობის“ მიერ ორგანიზებული აქცია 28 ოქტომბერს, 19:00 სთ-ზე კანცელარიის წინ რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართა. აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. პარტიის წევრებს აღმოსავლეთ და დასავლეთიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც შემოუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი დამოუკიდებელი არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით პოლიტიკურმა პარტია „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“-მ გაიმარჯვა.
(NS)
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა