„ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის“ – შორენა ახალაია
„ბევრი ვიშრომეთ და ისე მოვედით თქვენამდე, მზად ვართ, დავრჩეთ თქვენთან და ვიყოთ თქვენი ხმა პარლამენტში“ – პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ გენერალური მდივანი, შორენა ახალია ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისივე განმარტებით, ეს არის არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის.
„თქვენ კარგად ხედავთ, რომ პოლიტიკურ ველზე, ერთი მხრივ, არის ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მძიმე პოლიტიკური წარსული და მეორე მხრივ, ხელისუფლება, რომელმაც თავისივე არაჯანსაღი, არაგონივრული მიდგომით გაუჩინა აღნიშნულ ხალხს ამბიცია, ისევ დაბრუნდნენ პოლიტიკაში. ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას – ახალ ძალას სასიკეთო ცვლილებებისთვის. ბევრი ვიშრომეთ და ისე მოვედით თქვენამდე. მზად ვართ, დავრჩეთ თქვენთან და ვიყოთ თქვენი ხმა პარლამენტში. ამისთვის გვჭირდება მანდატები, გვჭირდება მეტი ბერკეტი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის,“ – განაცხადა შორენა ახალაიამ.
ცნობისთვის, პოლიტიკურმა მოძრაობამ „სოციალური სამართლიანობისთვის“ აქცია 28 ოქტომბერს, 19:00 სთ-ზე ყველა რეკომენდაციის დაცვით გამართა. აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. პარტიის წევრებს აღმოსავლეთ და დასავლეთიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც შემოუერთდნენ.
(NS)
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა