"ძვირფასო მიშიკო, რატომ აღელდი, რისთვის გჭირდება შენი პარტიის გამარჯვება საქართველოში?" - ჟირინოვსკი
რუსეთის „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს არჩევნებში მონაწილეობა.
ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
„ძვირფასო მიშიკო! რატომ აღელდი ასე. რისთვის გჭირდება შენი პარტიის გამარჯვება საქართველოში? იქ უკვე ისედაც ცუდია: აფხაზეთი თქვენი აღარ არის, სამხრეთ ოსეთი თქვენი აღარ არის, მალე დაკარგავთ ბათუმს, ჩაგითრევენ კავკასიის დიდ ომში. შენ, მიშიკო, გჭირდება მშვიდი ცხოვრება, ისედაც აღელვებული ხარ“, - წერს ჟირინოვსკი „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე.
ჟირინოვსკი საქართველოს ექსპრეზიდენტს სთავაზობს, ჩავიდეს მოსკოვში, ეწვიოს საუკეთესო ქართულ რესტორანს და მიირთვას ხინკალი, დალიოს ქართული ღვინო, შემდეგ კი წავიდეს იანუკოვიჩთან.
„და კმარა უკვე კვნესა და არჩევნებში მონაწილეობა. თქვენ უკვე ისედაც ყველაფერი გააფუჭეთ: კიევშიც, თბილისშიც და მინსკშიც. მოდით წყნარად, მშვიდად ვიაროთ სოკოებზე, აბანოში, როგორც ეს ლუკაშენკოს უყვარს და ნაკლებად ვიბუზღუნოთ, რომ ეს ის ეკონომიკა და დემოკრატია არაა. ეს თქვენ არ გამოგივიდათ არაფერი, ახალი თაობა კი ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ თქვენს გარეშე. კმარა ხალხის გასულელება“, - წერს ჟირინოვსკი.
სიახლეები
- საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 87 წელი შეუსრულდებოდა
- 1991 წლის 31 მარტს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა
- ,,არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ფავორიტი ჰყავს, ხელისუფლება ცდილობს დაამოწმოს, რომ არსებობს სამი საუნჯე – მამული, ენა, სარწმუნოება"- მეუფე დანიელი
- ,, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი"- შალვა პაპუაშვილი
- სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა